თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გიორგი ვაშაძის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენს 20 ივნისს გამოიტანს.
წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ვაშაძემ თანხის გადახდის ნაცვლად, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩადო.
ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიამ" გიორგი ვაშაძე 11 აპრილის სხდომაზე დაიბარა. ვაშაძემ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა.
ცნობისთვის, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენის გამოტანა 23 ივნისმდე გადადო.





