ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ვოლსკი: არავის, არც გახარიას ციხეში წასვლა მინდა – არც ის, დანაშაულზე პასუხი არ მოეთხოვოთ

ჩორჩანაში დადგმა ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის, დაიკარგა, კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა საოკუპაციო ძალის. გარდა ამისა, არის სერიოზული შედეგი კიდევ, რომელიც მივიღეთ ახალგორის მიმართულებით და თუკი რაღაც შესაძლებლობა კიდევ არსებობდა, რომ ემოძრავა ხალხს ახალგორის მიმართულებით, ეს შესაძლებლობა სრულიად ჩაიკეტა - ანუ უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რა საკვირველია, კითხვებიც ამის განმხორციელებლის მიმართ არის აუცილებელი და სასწრაფო.

მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა - არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება. 

ცნობისთვის, 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

კომენტარები