ირანი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ქალების, ბავშვებისა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის – და ეს მალე მოხდება.
აქ ვარ (თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქი ბათ იამი), შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ძალებთან და შიდა ფრონტის სარდლობასთან ერთად. ისრაელის ხალხის სახელით – ვუსამძიმრებთ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს: დაემორჩილეთ მითითებებს – ეს სიცოცხლეს გადაარჩენს.
ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, სასტიკ მტერს ვუპირისპირდებით, რომელიც განადგურებას გეგმავს.
ჩვენი ჯარისკაცები და პილოტები მამაცურად იბრძვიან. ეს ხსნის ომია. ჩვენ მათ ერთი დარტყმით გავანადგურებთ, და გავიმარჯვებთ.





