Georgian Airways

16-17 ივნისს, თბილისი-თელ-ავივის რეისები უსაფრთხოების გამო გაუქმებულია - Georgian Airways

flickr.com/photos/picturejohn64

ავიაკომპანია Georgian Airways სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მგაზვრთა საყურადღებოდ იუწყება, რომ 16 და 17 ივნისს, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.

"მგზავრთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 16 და 17 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.

მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

"ჯორჯიან ეარვეისი", თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის 15 ივნისს, ისრაელში ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.

ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

კომენტარები