Georgian Airways-ის თვითმფრინავი Boeing 737-783, რომელიც მილანისკენ მიფრინავდა, თბილისში დაბრუნდა.
Flightradar-ის მონაცემებით, A9731/TGZ731 რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან 12:06 საათზე აფრინდა, დედაქალაქის თავზე ათამდე წრის დარტყმის შემდეგ კი, 12:50 საათზე უკან უსაფრთხოდ დაეშვა.
ტაბულას Georgian Airways-ში უთხრეს, რომ "იყო მცირე ხარვეზი კომუნიკაციაში ბორტსა და ნავიგაციას შორის". ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ხარვეზის გამოსწორებისთანავე, თვითმფრინავი რეისს შეასრულებს.