რუსეთი

რუსეთში რკინიგზა აფეთქდა, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა თბომავალი სატვირთო მატარებელი.

ინფორმაციას ადასტურებს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. 

გლადკოვის თქმით, რელსებზე დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

გუბერნატორის მტკიცებით, სარკინიგზო მოძრაობა ამ მონაკვეთზე 2.5 საათით გაჩერდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. 

როგორც რუსული მედია წერს, 31 მაისიდან დღემდე ეს რიგით მე-5 აფეთქებაა რკინიგზაზე.

კომენტარები