5 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა ხერსონის ცენტზე იერიში მიიტანა. მართვადი ავიაბომბების იერიშის შედეგად, ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა მეორედ დაიბომბა და სრულად განადგურდა.
"რუსეთმა ხერსონის ცენტრზე მეორე დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა მთლიანად განადგურდა. პირველი შეტევა, რომელმაც აღნიშნულ შენობას ზიანი მიაყენა, დილას მოხდა" - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმიეროვმა.
ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მანამდე, ხერსონის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ხერსონის ცენტრში ოთხი მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაზიანდა ოლქის ადმინისტრაციის შენობა და სრულად დაინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შესასვლელი.





