უკრაინის შეიარაღებული ძალების (ЗСУ) გენერალური შტაბის განცხადებით, სპეცოპერაცია "აბლაბუდას" ფარგლებში 41 რუსული სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენები და სხვა ტიპის თვითმფრინავები განადგურდა.
გენშტაბის თქმით, რუსეთის დანაკარგების საბოლოო შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდა, განსხვავებული წყაროებისგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და დამუშავების გამო.
მათი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას რუსეთის 413 სამხედრო თვითმფრინავი აქვს განადგურებული.
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".
"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან.
ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი" - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შესახებ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.





