შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა.
არჩვაძემ გიორგი იოსებიძე შეცვალა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.





