ჩვენ მოსახლეობაში განწყობებს ვგრძნობთ. ჩვენს რეგიონებში განწყობებს, მიდგომებსა და მხარდაჭერას ვგრძნობთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენი მხარდაჭერა გაზრდილია. იმიტომ, რომ ყველამ გაიაზრა - ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი, მათაც კი გაიაზრეს, ეს ქვეყანა რა ტრაგედიასა და უბედურებას გადავარჩინეთ. ეს ერთი მხრივ, ომის თემატიკაზე. მეორე მხრივ კი ის, რაც შემდეგ ტრამპმა გაშიფრა - საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები რას აფინანსებდნენ ცალკეულ რეგიონებში და ჩვენთან, საქართველოში.
ვიღაცას არ სჯეროდა, მაგრამ ახლა უკვე ყველამ გაიაზრა და გაითავისა, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სწორედ ენა, მამული, სარწმუნოება - ქართული ღირებულებები და ჩვენ ამას დავიცავთ.





