რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბოლო 24 საათში უკრაინაში რუსულ თავდასხმებს 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 49

ბოლო 24 საათში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რუსულ თავდასხმებს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 49 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80 შაჰედის ტიპის დრონი, სამი Iskander-M ან KN-23 ბალისტიკური და ერთი Iskander-K ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15 დრონის ჩამოგდება მოახერხეს, ხოლო 37 დრონი ან ელექტრონულმა საბრძოლო სისტემებმა გაანეიტრალა ან რადარებიდან გაქრა.

ზაპოროჟიეს ოლქში რუსულ თავდასხმებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხერსონში სამი პირი დაიღუპა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, ნიკოპოლის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამედიცინო დაწესებულება, სახანძრო სამსახური და მაღაზია დაზიანდა, დაშავდა სამი ადამიანი.

ხარკოვის ოლქში 12 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი დაშავდა. 

კომენტარები