უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 30 მაისს თქვა, რომ უკრაინის არმიამ მაისის თვეში სხვადასხვა ტიპის დრონის გამოყენებით 89 000-ზე მეტ რუსულ სამიზნეს დაარტყა და გაანადგურა.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ დრონებით ომის ტაქტიკას რუსეთის ითვისებს და უპილოტო დანაყოფების გამოყენებას აფართოებს.
უკრაინელ მეთაურებთან შეხვედრისას სირსკიმ თქვა, რომ რუსეთის არიამ ახალი ტიპის დრონები და მიწაზე მოქმედი რობოტული სისტემები მიიღო, რის საპასუხოდაც უკრაინა დრონებით შეიარაღებული დანაყოფების ზრდასა და უპილოტო შესაძლებლობების განვითარებას იწყებს, დაამატა მან.
"თითოეული დრონი განადგურებულ მტერს, და შესაბამისად უკრაინელი სამხედროს გადარჩენილ სიცოცხლეს, ნიშნავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისა და მათი მართვის ცენტრების განადგურებას." - თქვა სირსკიმ.





