ნიკა მელიას დაკავება

ძლიერი საქართველო: ოცნებამ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო

ძლიერი საქართველოს შეფასებით, "ივანიშვილის რუსული რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს". კოალიცია ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

"გამოცხადებული რეპრესიების ფონზე “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.

როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს" - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ცოტა ხნის წინ ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები