სიღარიბე

საქსტატი: 2024 წელს საქართველოში სიღარიბე შემცირდა და 9.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოში სიღარიბე შემცირდა, კერძოდ, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა და 9.4% შეადგინა.

მათივე ცნობით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6%-ით შემცირდა და 7.8% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7%-ით შემცირდა და 11.9%-ია.

საქსტატის თანახმად, 2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემცირდა.

რაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.

კომენტარები