ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 28 მაისს სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ისრაელმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის მეთაური, მოჰამედ სინვარი მოკლა.
პარლამენტში გამოსვლისას ნეთანიაჰუმ მოჰამედ სინვარის სახელი ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულ ჰამასის ლიდერთა სიაში ახსენა.
"ჩვენ მოვკალით მოჰამედ დეიფი, იაჰია სინვარი და მოჰამედ სინვარი." - თქვა ნეთანიაჰუმ.
სინვარი ჰამასის სამხედრო ფრთხის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც ისრაელმა მისი ძმა იაჰია სინვარი და წინამორბედი მოჰამედ დეიფი მოკლა. სამივე მათგანი 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვას ხელმძღვანელობდა.
14 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში მიიტანა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მოჰამედ სინვარი იმყოფებოდა.





