გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რათა Nord Stream 2-ს გაზსადენი არ განახლდეს. ამის შესახებ მერცმა ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტისას ერთობლივი ბრიფინგის დროს ისაუბრა.
მერცმა პირობა დადო, რომ გერმანია გააძლიერებს წნეხს რუსეთზე, ხოლო სანქციების მიზანი რუსეთის საომარი შესაძლებლობების შესუსტება უნდა იყოს.
Bloomberg-მა 24 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, ევროკომისია Nord Stream-ის გაზსადენების სანქცირებასაც განიხილავს.
Financial Times-ის მიხედვით, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აქტიურად მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ Nord Stream-ის გაზსადენებზე სანქციების დაწესების ინიციატივას, რათა "აშშ-ს და რუსეთის მხრიდან გაზსადენის ამოქმედების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთოს".
გამოცემასთან საუბარში საკითხის მცოდნე ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ Nord Stream-ის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა "მერცს პოტენციურად პოლიტიკურ პრობლემას მოუხსნის".





