ნიდერლანდების დაზვერვის ინფორმაციით, გასულ წელს ნიდერლანდების პოლიციაზე, NATO-სა და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებზე კიბერშეტევებში პასუხისმგებელია რუსული ჰაკერული ჯგუფი, ზედმეტსახელად "Laundry Bear".
აღნიშნულ საკითხზე საუბარია ნიდერლანდების გენერალური სადაზვერვო სააგენტოსა და სამხედრო სააგენტოს მიერ პარლამენტისთვის მომზადებულ ერთობლივ წერილში.
"კიბერთავდასხმები ნიდერლანდური ინსტიტუტების წინააღმდეგ უფრო ფართო, საერთაშორისო კიბერ საფრთხის ნაწილია, რომელსაც ეს ჰაკერული ჯგუფი წარმოადგენს"
ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა 2024 წლის სექტემბერში ჰაკერული თავდასხმა მიიტანა ნიდერლანდების პოლიციაზე, რა დროსაც პოლიციის თანამდებობის პირებზე კონფიდენციალური ინფორმაცია ჩაიგდო ხელში.
Laundry Bear ასევე ცდილობდა ინფორმაცია მოეპოვებინა იმ შეიარაღების შესახებ, რომელსაც დასავლური მთავრობები უკრაინას აწვდიან.





