შსს

შსს: საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 15 მოქალაქე გავაძევეთ

შსს-ს ცნობით, სამინისტროსა და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე გააძევეს.

საქართველოდან გააძევეს - თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.

კომენტარები