აშშ-ქართული ოცნება

გვარამია რუბიოს განცხადებაზე: ამაზე საშიში ნიშანი ივანიშვილის თავს ჯერ არ დაკიდებულა

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას მკაფიოდ, ღიად და ხაზგასმულად უკვე [აშშ-ს] ოფიციალური პირის მიერ ეწოდა ანტიამერიკული მთავრობა. ამას რა მნიშვნელობა აქვს და როგორი განვითარება მოჰყვება ხოლმე, სხვამ თუ არავინ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის.

მინდა მივმართო, რომ ამაზე უფრო საშიში ნიშანი მის თავს ჯერ არ დაკიდებულა. გაჩერდეს იმიტომ, რომ უკვე საბოლოო გაფრთხილებების დროა, როგორც ვხედავთ, თუ არა და, განსხვავებულად გადაწყდება მისი პერსონალური ბედი. ამ ქვეყანაში რომ ანტიამერიკული მთავრობა ვერ იქნება, ეს შეკითხვა დღეს არამარტო კონგრესში დაისვა, არამედ ზოგადად ისმის, დიდი ხანია უკვე. 

ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია TV პირველის ეთერში აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით. რუბიომ ქართული ოცნება ანტიამერიკულ მთავრობად მოიხსენია.

კომენტარები