ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი

RS: ე.წ. ვაგზლის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს ₾ 300 000-ზე მეტის საქონელი ჩამოეწერათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული საქონელი ჩამოეწერათ.

"აქვე განვმარტავთ, რომ დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში, მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.

"ამასთან შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ". - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა - შემთხვევის შედეგად დაიწვა დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო და სასაწყობე ობიექტები.

კომენტარები