ამჟამად სომხეთი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ბაზის გაყვანის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ილაპარაკა.
"სომხეთის რესპუბლიკა ამჟამად არ განიხილავს სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას". – თქვა ჟურნალისტებთან ლაპარაკისას სიმონიანმა.
სომხეთიდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხი რამდენჯერმე წამოაყენა აზერბაიჯანმა.
ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოადგილემ, ჰიკმეტ გაჯიევმა, განაცხადა, რომ რეგიონში რუსული ბაზების ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს. გაჯიევმა ხაზგასმით თქვა, რომ "უცხო ძალები საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით უხეშად ერევიან საქმეებში".
სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში 1995 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. რუს ჯარისკაცებს ქვეყანა 2010 წელს უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ სომხეთისა და რუსეთის ხელისუფლებების გადაწყვეტილებით სამხედრო ობიექტის ლიკვიდაციის ვადა 24 წლით გადაიწია. ოფიციალური შეთანხმების თანახმად, რუსეთი ბაზას 2044 წელს გაიყვანს.





