კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ამ კვირაში საკუთარ დაბადების დღეს ციხეში შეხვდა. ბოლო სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაბლოკა დაცვის მოწმის ჩვენება, რომელიც ბრალდების პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა". - წერს ფონდი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოზე პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები იმისთვის გამოიყენეს, რომ მზია "განმეორებით დამნაშავედ" წარმოეჩინათ, ხოლო პოლიციამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან დემონსტრანტების მიმართ არანაირი აგრესია არ ყოფილა.
"მზია ამაღლობელის საქმე შემაშფოთებელი შეხსენებაა იმ საფრთხეებისა, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ემუქრება. მსოფლიო აკვირდება". - წერია კლუნების ფონდის განცხადებაში.