ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ღია ეთერი" კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაიწყო. აპრილის თვეში აბსოლუტურად ყველა გადაცემის ინტერაქტივის კითხვა ან ქართული ოცნების "მიღწევებს" ეხება ან ოპოზიციის "ჩავარდნებს". თითქმის ყველა ჯერზე მმართველი გუნდის გეგმას და საქმიანობას 90%-ზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. გთავაზობთ "ღია ეთერის" აპრილის ინტერაქტივებს.
ბოლო გადაცემის ინტერაქტივი "ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებული ოპოზიციის ღირსებას" მიეძღვნა. იმედის მტკიცებით, მათი მაყურებლის 96.1% ფიქრობს, რომ ოპოზიციამ "ღირსება დაკარგა".
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნა გახდა 28 აპრილის გადაცემის მთავარი თემა.
1, 2, 9, 16, 23 და 24 აპრილის გადაცემების ინტერაქტივი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, ქართული ოცნების ინიციატივებს და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ეძღვნება.
7, 8, 14, 21 და 22 აპრილის გადაცემები კი, ნაცმოძრაობის "მორიგ პოლიტიკურ განაჩენს", უცხოეთიდან ემიგრანტების დაბრუნების თემით ენმ-ის მხრიდან "სპეკულირებას", პანდემიის ფონზე "პოლიტიკურ ლუსტრაციას", ოპოზიციის "ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას" და მისი მხრიდან "ეპიდემიასთან ბრძოლის დადებითი შედეგების დისკრედიტაციას" ეხება.