რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მაკრონის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობით ევროპა რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 მაისს ტელევიზიაში ინტერვიუს დროს თქვა, რომ ევროკომისია "მომდევნო დღეებში" აშშ-სთან თანამშრომლობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მოამზადებს.

მაკრონის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი შეეხება "ფინანსურ სერვისებსა და ნავთობს, მეორადი გადამყიდველების კუთხით", თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე არ დათანხმდება.

"ევროკომისია აშშ-ს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაშია". - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეეხო €200 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხსაც. აღნიშნული აქტივები მას შემდეგ გაიყინა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო 2022 წლის თებერვალში.

მაკრონმა აღნიშნა, რომ აქტივების ჩამორთმევას არ ემხრობა, რადგან "დღესდღეობით ამის გასაკეთებლად სამართლებრივი ჩარჩო არ გაგვაჩნია".

კომენტარები