ბათუმი

ბათუმში ძლიერი ქარის გამო შენობის ხარაჩო 2 მოქალაქეს დაეცა

ბათუმში ძლიერი ქარის გამო შენობის ხარაჩო ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 მოქალაქე დაშავდა. ისინი ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან. 

ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. 

მოქალაქეები ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ შენობიდან ჩამოვარდნილი ხარაჩო დაეცათ. 

გამოცემის, Ajara Times-ის მიერ გავრცელებული ცნობით, დაშავებული მოქალაქეები ცოლ-ქმარი არიან. 

კომენტარები