ლიტვა

ლიტვა: სტალინისტური რეჟიმი - ეს იმ გამარჯვების ნაწილია, რითაც რუსეთი ტრაბახობს

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში სტალინისტური რეჟიმის დამყარებით დღეს რუსეთი "ტრაბახობს".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის შემდეგ სსრკ, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებისა, იმაზე უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ოდესმე იყო.

"მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებისა, საბჭოთა კავშირი [მეორე მსოფლიო] ომიდან უფრო ძლიერი გამოვიდა, ვიდრე ოდესმე. ოკუპირებულ ქვეყნებს სტალინისტური რეჟიმის სასტიკი მექანიზმების ატანა მოუწიათ: ტერორი, პოლიტიკური რეპრესიები, ეკონომიკური კოლაფსი და იდეოლოგიური ინდოქტრინაცია. ეს იმ გამარჯვების ნაწილია, რითაც რუსეთი ტრაბახობს" - დაწერა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში

კომენტარები