MEGOBARI აქტი

მაჭარაშვილი: EU-ში გადაბარგებული "დიფ სთეითი" ცდილობს, აშშ-ს მხრიდანაც დარტყმები მოგვაყენოს

ახლა უკვე ევროპაში გადაბარგებული "დიფ სთეითი" მაინც ცდილობს, რომ ამერიკის მხრიდანაც რაღაც დარტყმები მიაყენოს საქართველოს, ეს არის თავი-ბოლო, ე.წ. MEGOBARI აქტი, მეგობარი ბრჭყალებში. ეს არის მოცემულობა და რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არ ამართლებს სანქციები - მიხვდნენ იმას, რომ უსამართლოდ დაწესებული სანქციები საქართველოში პირიქით იწვევს საზოგადოების მობილიზებას, რომ ეს ნიშნავს, რომ შენს სამშობლოს, ქვეყანას სუვერენიტეტსაც ართმევენ, შეურაცხყოფას აყენებენ.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსთავი 2-თან.

5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს

კომენტარები