ტრამპის ტარიფები

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო პოლიტიკაზე მოლაპარაკებები 10 მაისს, ჟენევაში გაიმართება

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო პოლიტიკაზე მოლაპარაკებები 10 მაისს, ჟენევაში გაიმართება. შვეიცარიის დედაქალაში აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი, ჯეიმისონ გრირი ჩინეთის წარმომადგენელს, ეკონომისტ ჰე ლიფენგს შეხვდებიან.

შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია როგორც ვაშინგტონმა, ასევე პეკინმაც დაადასტურა. 

"ვფიქრობ, ეს [შეხვედრა] დეესკალაციას შეეხება" – თქვა ბესენტმა Fox-თან.

ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული. 

ჩინეთმა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.

კომენტარები