ქართული ოცნება

ოცნების თავმჯდომარედ ისევ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ისევ ირაკლი კობახიძე იქნება. პარტიის მე-9 ყრილობაზე დელეგატებმა მისი კანდიდატურა აირჩიეს. 

ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის თებერვლამდეც იკავებდა, იქამდე, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი  პრემიერის თანამდებობას მეორედ დატოვებდა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარედ გადაინაცვლა, ხოლო კობახიძე - პრემიერად წარადგინეს. 

2025 წლის 25 აპრილს ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.

კომენტარები