MEGOBARI აქტი

მაჭარაშვილი MEGOBARI აქტზე: საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა. არსებობს "დიფ სთეითი", რომელიც ხელს უშლიდა ადრეც და ახლაც და ა.შ. გასაკვირი რა უნდა იყოს ახლა, რომ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც დგას ეროვნულ ღირებულებებზე, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები. 
[...]

საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის, ჭრის - მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს, რას დაარქმევ, მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ აღარ ყიდულობს. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი MEGOBARI აქტზე. 

ცნობისთვის, MEGOBARI აქტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს განიხილავენ.

კომენტარები