გერმანია

ბორის პისტორიუსი გერმანიის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს

გერმანიის მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ახალ კოალიციურ მთავრობაში თანამდებობას შეინარჩუნებს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნის, საკუთარი მინისტრების სია გამოაქვეყნა.

პისტორიუსი გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2023 წლის იანვრიდან იკავებს. თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ კი გერმანია აშშ-ს შემდეგ უკრაინისთვის ყველაზე დიდი იარაღის მიმწოდებელი გახდა.

ამასთან, პისტორიუსი ოლაფ შოლცის მთავრობაში გერმანიის არმიის გაძლიერების, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო.

გარდა ამისა, ბოლო კვლევების მიხედვით, ბორის პისტორიუსი შოლცის მთავრობაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო.

კომენტარები