ჰუსიტები-ისრაელი

ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტთან ჩამოვარდა

ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

Times of Israel-ის ცნობით, რაკეტა აეროპორტის პერიმეტრში ერთ-ერთ სამანქანო გზასთან ახლოს ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის ჰაერში განადგურება ვერ შეძლო.

IDF-ის განცხადებით, რაკეტის გასანადგურებლად რამდენიმე მცდელობა განხორციელდა.

Times of Israel წერს, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მიიღეს შეტყობინება, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

კომენტარები