თბილისის მერიის ცნობით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშანი დაზიანდა, რამაც გმირთა მოედანსა და მის მიმდებარედ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
"ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შუქნიშანი დაზიანდა. ამ ფაქტმა გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოქალაქეებს მოთმინებასა და სიფრთხილის გამოჩენას ვთხოვთ". - წერია მერიის განცხადებაში.
მერიის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური ჯგუფია მობილიზებული.





