ქართული ოცნება

სარჯველაძე: თუ კლინიკები დავალიანების 25%-ს გადაიხდიან, დანარჩენისგან გათავისუფლდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ ის კლინიკები, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე ფინანსური დავალიანება აქვთ, დღეის მდგომარეობით, ამ თანხის რაოდენობის 25%-ს გადაიხდიან, ისინი დანარჩენი ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვს, შევთავაზებთ, რომ რაღაც დროის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ დღეის მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25%-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ აანაზღაურებენ, ისინი დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს შეთავაზება ძალაში შევა და სამედიცინო დაწესებულებებს გარკვეული პერიოდი მიეცემათ, რომ სახელმწიფოს მომართონ" . - თქვა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ თქვა, რომ კლინიკების ჯამური ვალდებულებების ოდენობა, დაახლოებით, 26 მილიონი ლარია. 

კომენტარები