დანია-გრენლანდია

გრენლანდიის პრემიერმინისტრის თქმით, დანიასთან ურთიერთობების გარღმავებას აპირებს

Ritzau Scanpix/Mads Claus Rasmussen

გრენლანდიის პრემიერმინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, გრენლანდია დანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

ამის შესახებ ნილსენმა 26 აპრილს კოპენჰაგენში სამდღიანი ვიზიტის დროს განაცხადა.

"ჩვენ საგარეო პოლიტიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომელიც ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებას გვაიძულებს". - განაცხადა გრენლანდიის პრემიერმინისტრმა დანიის პრემიერმინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე დანიისა და გრენლანდიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ კუნძულის მომავლის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ გრენლანდიელ ხალხს აქვს.

"აშშ-სთან ძლიერი პარტნიორობისთვის მზად ვართ, თუმცა გვსურს, რომ პატივი გვცენ, ჩვენ არასოდეს ვიქნებით საკუთრება, რომელიც ვინმეს შეუძლია იყიდოს". - აღნიშნა ნილსენმა.

დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, დანია მზად არის გრენლანდიაში მეტი ინვესტიცია განახორციელოს.

მისი თქმით, შიდა საქმეებში ეტაპობრივად უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება დანიისა და გრენლანდიის ურთიერთობების მოდერნიზების ნაწილია.

მანამდე, 30 მარტს, ნილსენმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ აშშ გრენლანდიას ვერ მიიღებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადებები გაავრცელა, რომელშიც გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი კვლავ გამოთქვა.

"პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ გრენლანდიას მიიღებს. ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა: აშშ არ მიიღებს მას. ჩვენ არავის სხვას არ ვეკუთვნით. საკუთარ მომავალს ჩვენ განვსაზღვრავთ". - წერს ნილსენი.

აშშ-ს პრეზიდენტმა 29 მარტს NBC News-თან თქვა, რომ მას "აბსოლუტურად" რეალური საუბრები ჰქონდა გრენლანდიის ანექსირებასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ გრენლანდიას მივიღებთ. დიახ, 100%-ით". - თქვა ტრამპმა NBC-ის ცნობით.

 

კომენტარები