რუსული რეჟიმი

იოსელიანი: ₾5 000 ჯარიმა მაღალი ტვირთია - 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ აქვს

5 000 ლარი ჯარიმა არის საკმაოდ მაღალი ტვირთი და შეუსაბამო იმ სოციალური გარემოსთვის, სადაც გვიწევს ცხოვრება. როდესაც ასეთი მაღალი ჯარიმა წესდება, რა თქმა უნდა, ეს არის დამაბრკოლებელი, მათ შორის, ასეთი აქციების მიმართ, იმიტომ, რომ როდესაც ასეთ ჯარიმებს დაგადებენ, ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ.

მეორეს მხრივ, ვაკვირდები ახლა მიმდინარე აქციებს, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე. 10-20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია. მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება ბუნებრივად გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს.

თქვა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები