ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ქაშმირში, ტერორისტული თავდასხმის ადგილას ჩავიდა

REUTERS/Pawan Kumar

ინდოეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი უფენდრა დვივედი უსაფრთხოების მდგომარეობის შესასწავლად ქაშმირის პროვინციაში ჩავიდა, სადაც 22 აპრილს ტურისტებზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევის შემდეგ პაკისტანმა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

ავიაკომპანიებმა IndiGo-მ და Air India-მ განაცხადეს, რომ პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვის გამო აშშ-სა და ევროპის მიმართულებით ფრენების გაჭიანურება და გადამისამართება მოუწევთ.

ინდოეთის არმიის განცხადებით, საკონტროლო ხაზის გასწვრივ რამდენჯერმე ცეცხლი გაიხსნა, რაც 2021 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

არსებული დაძაბულობის ფონზე ინდური საფონდო ბირჟებზე ძირითადი ინდექსები დაახლოებით 1%-ით შემცირდა, ხოლო რუპია გაუფასურდა.

მანამდე, ინდოეთმა პაკისტანთან მთავარ სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთი აჩერებს ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობას, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.

მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკეტვის შედეგად, პაკისტანის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ სპეციალური ვიზებით ინდოეთში მოგზაურობას.

ამავდროულად, ინდოეთი პაკისტან მოუწოდებს შეწყვიტოს "საზღვარპირა ტერორიზმის მხარდაჭერა" – რასაც ოფიციალური ისლამაბადი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები