ევროკავშირი-მოლდოვა

ევროკავშირმა მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს 20 მილიონი ევრო გამოუყო

კაია კალასი
Olivier Matthys/EPA-EFE

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს. განცხადებას ევროპული საბჭო ავრცელებს.

"ევროპის მშვიდობის ფონდიდან" გამოყოფილი რიგით მეშვიდე დახმარების პაკეტი მოლდოვის მოკლე რადიუსის თავდაცვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას მოხმარდება და, მათ შორის, მოკლე რადიუსის სარაკეტო გამშვებ დანადგარებისა და რაკეტების დაფინანსებას მოიცავს. 

ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კაია კალასმაც ილაპარაკა.

"ევროკავშირი მოლდოვას უმთავრესი უსაფრთხოების პარტნიორია. აღჭურვილობა, რომელსაც ვაწვდით, როგორიცაა მანქანები, დამცავი აღჭურვილობა და სასწრაფო მანქანები, მშვიდობასა და ხალხის დაცვისთვის გაკეთებული ინვესტიციაა. ისინი მიზნად ისახავს მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული დაცვით მოლდოვის არმიის მოდერნიზებას და მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს. მეტი . ამ წელს ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში 60 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობას ვაწვდით, რითაც 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენი ჯამური წვლილი თითქმის 200 მილიონი ევრო შეადგინა". - თქვა კალასმა. 

მანამდე, 7 აპრილს მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქვეითი ჯარების მობილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გამოყო. 

"ეს ზომა მიზნად ისახავს მსუბუქი ტაქტიკური მობილობის მანქანებისა და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემების ოპერაციული ინტეგრაციისთვის მართვისა და კონტროლის აღჭურვილობის დაფინანსებას". - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში. 

2021 წლიდან მოყოლებული დღემდე ევროკავშირმა მოლდოვას "ევროპის მშვიდობის ფონდის" ფარგლებში 197 მილიონი ევრო გამოუყო.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსულ დრონებს მოლდოვის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაურღვევია.

რუსული დრონები სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეებს არღვევენ. რუსული დრონები, უკრაინისა და მოლდოვის გარდა, შეფრენილან NATO-ს წევრი რუმინეთისა და ლატვიის ტერიტორიებზეც. რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს რამდენჯერმე დაურღვევიათ ბელარუსის საჰაერო სივრცეც.

ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში ევროპის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ქმედებების დაფინანსებისთვის დაარსდა. 

კომენტარები