ამინდის პროგნოზი

25 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. 

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.

კომენტარები