ინდოეთი-პაკისტანი

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომები გამოაცხადა

პაკისტანის პრემიერმა შეჰბაზ შარიფმა ინდოეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომები გამოაცხადა და მკაცრად დაგმო ინდოეთის მხრიდან ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პაკისტანი მკაცრად გმობს ინდოეთის მხრიდან ინდის წყლის შეთანხმების შეჩერების შესახებ გავრცელებულ განცხადებას.

"ნებისმიერი მცდელობა, შეაჩეროს ან გადააერთოს ის წყლის ნაკადი, რომელიც ინდის წყლის შეთანხმების შესაბამისად პაკისტანს ეკუთვნის, განიხილება როგორც საომარი ქმედება, რასაც პასუხი გაეცემა ძალის სრული გამოყენებით.

პაკისტანი იტოვებს უფლებას, შეაჩეროს  ყველა ორმხრივი შეთანხმება ინდოეთთან, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ – სიმლას შეთანხმება, სანამ ინდოეთი არ შეწყვეტს ისეთ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია პაკისტანში ტერორიზმის წახალისებასთან, ტრანსნაციონალურ მკვლელობებთან და ქაშმირის საკითხზე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს რეზოლუციების შეუსრულებლობას". - წერია განცხადებაში.

ამასთან, პაკისტანი დაუყოვნებლივ დაკეტავს ვაგაჰის სასაზღვრო პუნქტს. ასევე, შეაჩერებს ინდოეთიდან ამ მარშრუტით ყველა სახის საზღვრის კვეთასა და სატრანზიტო მოძრაობს, გამონაკლისის გარეშე.

გარდა ამისა, პაკისტანი აჩერებს ყველა იმ ვიზის მოქმედებას, რომელიც ინდოეთის მოქალაქეებისთვის სამხრეთ აზიის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაციის სავიზო სქემის ფაგლებში გაიცა. ამასთან, ინდოეთის იმ მოქალაქეებს, რომელიც პაკისტანში ამ ტიპის ვიზით იმყოფებიან, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მიეცათ.


ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარ სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტა.

ქაშმირის რეგიონში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, ინდოეთმა პაკისტანთან დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელოვნად შემცირება გამოაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთი აჩერებს ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობას, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.

მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკეტვის შედეგად, პაკისტანის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ სპეციალური ვიზებით ინდოეთში მოგზაურობას.

კომენტარები