ეუთოს გენერალური მდივანის ვიზიტი

ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდებიან

ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი და ბადრი ჯაფარიძე ეუთის გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდებიან - ინფორმაციას ტაბულას კოალიციის პრესსამსახურში უდასტურებენ. 

შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი. 

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე უარის მიზეზის განმარტავს. მათი შეფასებით, "რეჟიმის დამარცხებისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა".

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში 22 აპრილს ჩამოვიდა. სინირიოღლუ ამ დრომდე შეხვდა ივანიშვილის წარმომადგენლებს მაკა ბოჭორიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. 

კომენტარები