ინდოეთი-პაკისტანი

ქაშმირში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან მთავარ სასაზღვრო პუნქტს კეტავს

ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან მთავარ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს კეტავს.

ქაშმირის რეგიონში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, ინდოეთმა პაკისტანთან დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელოვნად შემცირება გამოაცხადა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთი აჩერებს ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობას, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.

მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკეტვის შედეგად, პაკისტანის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ სპეციალური ვიზებით ინდოეთში მოგზაურობას.

ამავდროულად, ინდოეთი პაკისტან მოუწოდებს შეწყვიტოს "საზღვარპირა ტერორიზმის მხარდაჭერა" – რასაც ოფიციალური ისლამაბადი კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ზომების გამოცხადებამდე, ინდოეთმა პაკისტანის საელჩოს სამხედრო მრჩეველებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოთხოვეს და საელჩოს თავდაცვის მრჩეველი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.


გუშინ, ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა.

რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტული აქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა მინიმუმ 10 ადამიანი.

The Indian Express-ის ცნობით, ტერაქტის უკან ნაკლებად ცნობილი დაჯგუფება ქაშმირის წინააღმდეგობის მოძრაობა დგას. ტერორისტულმა ორგანიზაციამ წარსულში არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ ქაშმირში მასიურად სახლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ქაშმირში "სამხედრო ძალადობის მხარდაჭერას" უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონში მხოლოდ "მორალურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ" მხარდაჭერას ახორციელებს.

კომენტარები