გარდაბანი

გარდაბანში, ტბაში მამის და ორი მცირეწლოვანი ბიჭის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში 3 პირის - მამის და ორი მცირეწლოვანი ბიჭის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სათევზაოდ წასულ მამას და შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები