ვატიკანის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დეპარტამენტის დირექტორის, ექიმ ანდრე არკანჯელის განცხადებით, პაპი ფრანცისკეს სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა.
ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.
დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ისტორიის თანახმად, პაპს ახლო წარსულში მძიმე სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, რომელიც პნევმონიამ გამოიწვია, გარდა ამისა, ფრანცისკეს მეორე ტიპის დიაბეტიც ჰქონდა დადგენილი.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.