ევროკავშირი-აშშ

ნაუსედა: ლიტვაში აშშ-ს სამხედროების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ამის შესახებ ნაუსედამ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრი შემდეგ ისაუბრა.

ნაუსედას თქმით, აშშ რჩება ლიტვის სტრატეგიულ პარტნიორად, მათ შორის, სამხედრო შესაძლებლობების განვითარების კუთხითაც.

ამასთან, ნაუსედას თქმით, მისი ქვეყნისთვის ცხადია, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგელობა უნდა აიღოს.

"ლიტვა ხვდება, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამიტომაც ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს – ვზრდით თავდაცვით ბიუჯეტს, ინტენსიურად ხდება ეროვნული დივიზიის განვითარება, გრძელდება სამხედრო მრეწველობის გაძლიერება". - თქვა ნაუსედამ.

ლიტვაში აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა 2014 წლიდან პერიოდულად იყო განლაგებული, 2019 წლიდან კი ქვეყანაში აშშ-ს ბატალიონები განთავსდა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ევროპიდან 10 000 სამხედროს გაყვანის საკითხს განიხილავს.

კომენტარები