უვიზო მიმოსვლა ევროპაში უნდათ ქოცებსაც - არ არსებობს ქოცი, რომელიც გეტყვის, რომ "მე არ მინდა უვიზო მიმოსვლა ევროპაში".
მაშინ, ჯინაზე გეუბნება უბრალოდ და გულწრფელი არ არის - შეუძლებელია, ევროპაში თუ გიწევს მოგზაურობა, გინდოდეს, რომ ვიზის რიგში ჩადგე და თან, შეიძლება ვერ მიიღო.
როდესაც ქოცებმა თვითონ დაიწყეს მაგის ყვირილი, "რა ატამი, რი ატამივით" რომ - "რად გვინდა უვიზო?", პაპუაშვილმა თქვა ასეთი რამე - "ღვთიური მანანა ხომ არ არის უვიზო?".
არა, ღვთიური მანანა არ არის, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეების ძალაა უვიზო მიმოსვლა, საელჩოების რიგებში დგომა საქართველოს მოქალაქეებს გააძლიერებს თუ დაასუსტებს? ღვთიური მანანა რა შუაშია, საქართველოს მოქალაქეების კომფორტსა და კეთილდღეობაზეა საუბარი, ევროპაში მოგზაურობა რომ მოუნდებათ, ვიზის რიგში არ ჩადგნენ წვიმაში და უბედურებაში და არ ელოდონ იქ [...]
[...] საქართველოს მოქალაქეები რაც უფრო ძლიერები არიან, მით უფრო ძლიერია ეს ქვეყანაც და მით უფრო დაცულია.
რაში აწყობთ ეს სიგიჟე? თვითონაც ხომ ხვდებიან, რომ როცა დაძრეს უვიზო მიმოსვლაზე ლაპარაკი, როგორც ჩვენ არ გვაწყობდა თვითმმართველობაზე ლაპარაკი იმიტომ, რომ მათი ნორმალიზაციის იმიჯია, ისე არ აწყობთ მათ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარი და რატომ დაიწყეს? შესაძლებლობად მიიჩნევენ, საფრთხეს ხედავენ.
საფრთხეს რატომ ხედავენ? რეალურად, ევროკავშირმა რომ ქმედითი სანქციები მიიღოს, ტარგეტირებული კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ, სჭირდებათ კონსენსუსი - მანდ რეჟიმს მოკავშირედ ჰყავს უნგრეთი, რომელიც ბლოკავს ამას. და ნაწილობრივ სლოვაკეთიც...
უვიზოს შეჩერებას სჭირდება უბრალო უმრავლესობა, გასაგებია, რომ უვიზოს შეჩერება ალბათ არის ყველაზე ბოლო, რასაც იზამენ და თუ ქნეს, ესეც იქნება დროებითი - რეჟიმის შეცვლამდე.
მაგრამ ხდება იმიტომ, რომ რეჟიმი თავისი მოკავშირე ორბანის დახმარებით ბლოკავს მათზე ტარგეტირებულ სანქციებს. შესაბამისად, ისინი წირავენ მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერების კომფორტს, კეთილდღეობას და ძალას, რომ თავიანთი პასპორტით უვიზოდ იარონ ევროპაში, ოღონდ თავიდან აირიდონ ტარგეტირებული სანქციები.
შესაბამისად, იმის გამო, რომ ტარგეტირებული სანქციები ვერ ხერხდება და იმის გამო, რომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ "მოდი, მაშინ უბრალო უმრავლესობით რეჟიმის ცვლილებამდე უვიზო შევაჩეროთ", ამიტომ დაიწყეს ამაზე საუბარი მათთვის წამგებიან თემაზე და თვითონ ყვირიან იმას, რა საფრთხეზეც ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობთ, რომ გაჩერდება უვიზო მიმოსვლა ყველა ვარიანტში, თუ არ შეჩერდა რეჟიმი.
ეს იქნება სიგნალი ქართველი ხალხისთვის, მათ შორის სტატუს-კვოს ლოიალისტებისთვის, რომ თუ რეჟიმი არ იცვლება, თუ შენ რეჟიმს არ ცვლი, მაგ შემთხვევაში ჩემს სივრცეში თავისუფლად ვეღარ მოძრაობ, რადგან შენგან მე შემომდის უკვე ადამიანები, რომლების თავდაცვის მიზნით, თავისუფლების დაცვის მიზნით, საკუთარი, მათ შორის ფინანსური უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამორბიან და ჩემთან რჩებიან"