საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ჩეხეთს ძალოვანი უწყების სამი წარმომადგენელისთვის, გდდ-ს უფროსი, ზვიად ხარაზიშვილისთვის, მისი მოადგილე, მირზა კეზევაძისთვის და საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძისთვის სამოგზაურო შეზღუდვის გარდა, დაწესებული სანქცია სამოგზაურო შეზღუდვის გარდა, ფინანსური სანქციებიც აქვს დაწესებული.
ჩეხეთმა აქციების დარბევაში ჩართულ სამ ქართველ ძალოვანს სანქციები 30 იანვარს დაუწესა.
TI-ის ცნობით, დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 119-ის ვინაობა გასაჯაროებულია, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
დასავლეთის მიერ დასანქცირებულები არიან:









"შეერთებულმა შტატებმა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები. ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო.
ლატვიამ საქართველოს 29 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.
სანქციები დააწესა გერმანიამაც. 2024 წლის 31 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 2025 წლის 24 მარტს, გერმანიამ დამატებითი დააწესა სამოგზარუო შეზღუდვები, თუმცა სანქცირებულთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია." - ნათქვამია განცხადებაში.





