საპროტესტო აქციები

დაშავებულ პოლიციელზე ფაქტს გიდასტურებთ, ინფორმაცია მათ მივაწოდეთ, ვინც მოგვმართა – შსს

პოლიცია 2 თებერვლის  აქციაზე
ტაბულა

15 აპრილს სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიებმა, TV იმედმა და POSTV-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე "აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს", მხედველობა დაკარგა.

იმედის ცნობით, ინფორმაციას შსს ავრცელებს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული ფაქტის შესახებ განცხადება არ მოიძებნება, სამინისტროს ასევე არ გაუვრცელებია პრეს-რელიზი მედიებისთვის.

ამის შემდეგ, TV იმედი წერდა, რომ "ნოემბრის ძალადობრივ აქციებზე, მომიტინგეების ნასროლი ბლაგვი საგნით პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ მედიებს ფაქტი ამ დრომდე არ გაუშუქებიათ".

ტაბულა დაუკავშირდა უწყების პრესსამსახურს, სადაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ გვითხრეს, რომ ინფორმაცია თავად არ გაუვრცელებიათ და არც დამატებითი დეტალების მოწოდება შეუძლიათ.

სამინისტროში ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ პოლიციელის ვინაობა და აღწერილი მკურნალობის დეტალები. შსს-ში ამბობენ, რომ ინფორმაცია იმ მედიებს მიაწოდეს, რომლებმაც კითხვებით მიმართეს. კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ინფორმაციის პირველწყაროს დასახელება, უწყებაში პასუხი ასევე ვერ მივიღეთ.

კომენტარები