აშშ-რუსეთი

აშშ-მ და რუსეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრები გაცვალეს

ქსენია კაროლინა

აბუ დაბიში მიმდინარე შეხვედრის ფონზე აშშ-მ და რუსეთმა პატიმრების გაცვლის მორიგი პროცესი შეასრულეს

რუსეთმა ორმაგი, რისეთისა და აშშ-ს მოქალაქეობის მქონე ქსენია კარელინა გაათავისუფლა. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-ში დაფუძნებულ უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში 100 დოლარზე ნაკლები თანხა გადარიცხა. მას ბრალად ქვეყნის ღალატი ედებოდა.

სანაცვლოდ აშშ-მ 2023 წელს კვიპროსში დაკავებული არტურ პეტროვი გაათავისუფლა. მას გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ბრალად მნიშვნელოვანი მიკროჩიპების ექსპორტირება ედებოდა.

The Wall Street Journal-თან საუბარში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) წყარომ თქვა, რომ მოლაპარაკებები CIA-ის დირექტორსა და მის რუს კოლეგას შორის მიმდინარეობდა.

პატიმრები მხარეებმა აბუ დაბის აეროპორტში გაცვალეს.

"დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთიდან კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული ამერიკელი დააბრუნა სახლში. ამაყი ვარ CIA-ის თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს ამ პროცესზე, და მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას, რომ შესაძლებელი გახადა გაცვლა.“ - თქვა CIA-ის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა WSJ-სთვის მიცემულ კომენტარში.

კომენტარები