გრანტებისა და NGO-ების მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, ეს კანონი, შესაბამისად, უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს.
საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტებისა და NGO-ების მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება.
ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში.





